ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მოძრაობა "დროა" აქციას მართავს

28 სექტემბერი 2022, 15:45 1118 ნახვა

საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მოძრაობა "დროას" აქტივისტები აქციას მართავენ.

აქტივისტების განცხადებით, მათ სურთ, პროტესტი გამოხატონ საზღვარზე გადმოსული რუსეთის მოქალაქეების მისამართით და დაანახონ მათ, რომ არ არიან სასურველი სტუმრები, ასევე ჩაიკეტოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ყაზბეგის გამშვები პუნქტი.

სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა და ისინი  სოფელ გველეთთან გააჩერა. საპატრული პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის კახა ბუხრაძის განმარტებით, შეზღუდვა აქტივისტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. 

"ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოგეხსენებათ როგორი მოძრაობაა, როგორც რუსეთიდან თბილისის მიმართულებით, ასევე თბილისიდან რუსეთის მიმართულებით. გადატვირთულია მოძრაობა და აქციის მონაწილეებს ავუხსენით, რომ არ მოხდეს მოძრაობის კოლაფსი, ისედაც გადატვირთულია მოძრაობა. მოვუწოდეთ, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულიყვნენ და თუ უნდათ, პლაკატები გაშალო და ჩაატარონ ის, რაც განსაზღვრული აქვთ“,- განაცხადა კახა ბუხრაძემ.

"დროას'' წევრების თქმით, თუ კიდევ შეეზღუდებათ გადაადგილება და არ მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რაც სურთ, არ არის გამორიცხული, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში