აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

29 სექტემბერი 2022, 11:15 568 ნახვა

ვაგრძელებთ საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთი პასუხისმგებელია იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის საფუძველზე აიღო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რითაც მან ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.  

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოგეხსენებათ,  გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში