პარლამენტის გენდერული საბჭოს შეხვედრები ხულოში

30 სექტემბერი 2022, 11:03 549 ნახვა

ხულოში მცხოვრები ქალების  სოციალურ-პოლიტიკური და სხვა სახის გამოწვევები მოისმინეს პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრებმა.

გასვლით სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს იმ  პრობლემებზე, რომლებიც მანდილოსნებს განსაკუთრებით კი მთაში მცხოვრებლებს აწუხებთ.

ქალებმა დასაქმების, ტრანსპორტის პრობლემაზე და საბავშვო ბაღების სიმცირეზე ისაუბრეს, რაც მათ საჭიროებებზე აისახება.

დაასახელეს ასევე ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის  ხელმისაწვდომობის  პრობლემები. შეხვედრას  ,,სოლიდარობის თემის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

დისკუსიის დროს დასახელებულ გამოწვევებს პარლამენტის წევრები  საკანონმდებლო ორგანოში გააჟღერებენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში