გასაუბრება აჭარის მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებთან

30 სექტემბერი 2022, 12:01 822 ნახვა

დღეს გახდება ცნობილი ვინ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი.

ამ წუთებში მრჩეველთა საბჭოს წევრები დავით ჩხარტიშვილს უსმენენ. დირექტორობის კანდიდატი მაუწყებლის მრჩევლებს ტელევიზიისა და რადიოს განვითარების საკუთარ ხედვას გააცნობს და ასევე  უპასუხებს მათ კითხვებს. მოგვიანებით კი მრჩეველთა საბჭოს მაუწყებლის კონცეფციას და  სამომავლო გეგმებს მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე გააცნობს. 

მრჩეველთა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს. მათ არჩევანი დირექტორის პოზიციაზე 5 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. 

მაუწყებელს მომავალი სამი წლის განმავლობაში ის უხელმძღვანელებს, ვინც საბჭოს წევრების ნახევარზე მეტის ანუ სამის მხარდაჭერას მოიპოვებს.

კენჭისყრა დღეს ექვსი საათისთვისაა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, სამ დღეში ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში