ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. ''დამოუკიდებლობა'' აღიარა

30 სექტემბერი 2022, 11:06 630 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ დამოუკიდებლად აღიარების შესახებ. რუსულ მედიაში შესაბამისი დოკუმენტიც გავრცელდა.

„ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“ - ნათქვამია დოკუმენტში.

იმავე შინაარსის დოკუმენტი შედგა ზაპოროჟიეს ოლქის  შესახებაც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში