უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

30 სექტემბერი 2022, 16:53 734 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა კავკასიაში, ციმბირსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ერებს რუსულ ენაზე მიმართა და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება მობილიზაციის პირველ ტალღაზე.

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კავკასიელი ხალხი, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ერები არ უნდა ემსახურონ იმ ერთადერთს, ვისაც ომი უნდა. ისინი უკრაინაში არ უნდა დაიღუპნონ. „იბრძოლეთ! დაამარცხებთ! - ამ სიტყვებით დაასრულა ზელენსკიმ თავისი მიმართვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში