გაბაიძის  გამოხმაურება

17 იანვარი 2017, 00:00 2045 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის არჩევის საკითხი უმაღლესი საბჭოს დღის წესრიგში საგაზაფხულო სესიამდე არ დადგება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ერთი წევრით ნაკლები მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში პრობელმას ვერ ხედავს, თუმცა დავით გაბაიძე განმარტავს, რომ რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანო ყველაფერს გააკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელშესაწყობად. დავით გაბაიძე კანონში არსებულ, ხარვეზებზეც მიუთითებს და მის გადახედვას გეგმავს.

საზოგდოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა შერჩევის ღია კონკურსთან დაკავშირებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში განსაზღვრული არ არის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ კონკურსის გამოცხადების ვალდებულება, თუმცა ამას დავით გაბაიძეს, რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი ავალდებულებს.

ამავე კატეგორიაში