მაუწყებლის წერილი  

17 იანვარი 2017, 00:00 1574 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა უმაღლეს საბჭოს წერილობით გუშინ მიმართა,  რომელშიც ნათქვამია, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით,  საჭიროა მრჩეველთა საბჭოს სრულად დაკომპლექტდეს. ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ მაუწყებლის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია მმართველი რგოლი სრული შემადგენლობით   ჩაერთოს, რადგან აჭარის ტელევიზია გახდეს ანგარიშვალდებულების საუკეთესო მაგალითი ქვეყანაში. „ამ ეტაპზე ორგანიზაციას არ გააჩნია მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტები, გასამართია მართვის სტრუქტურა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ- ტექნიკური საკითხები, შესაბამისად მნიშვნელოვანია სამუშაოებში მმართველი რგოლი სრულყოფილად ჩაერთოს.“ - ნათქვამია წერილში. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ზაზა ხალვაშმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ამავე კატეგორიაში