საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 65 100 000 ლარად გაიყიდა

30 სექტემბერი 2022, 15:06 1117 ნახვა

თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა.

მაუწყებლის კუთვნილი ქონება, ფასით 65 000 000 ლარი, აუქციონზე სარეალიზაციოდ პირველ სექტემბერს იყო გამოტანილი (საკადასტრო კოდი:01.14.14.009.052).

გარიგების შეთავაზება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით მოხდა, ინფორმაცია განთავსებული იყო ელექტრონულ მისამართზე.

აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე ჰქონდათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის დეკემბერში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში