ბათუმელმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს  

01 ოქტომბერი 2022, 10:59 2338 ნახვა

საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის  მედლები მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონი ბათუმელი გოგიტა ხიმშიაშვილი გახდა, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

მეორე ბათუმელი სპორტსმენი მახმუდ ჭელიძეა, რომელმაც შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ის  არაერთი ტურნირის გამარჯვებულია.

სამივე სინჯის - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ქართველმა პარამკლავჭიდელებმა.

ჩვენი სპორტსმენები საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში