ბობოყვათის მოსახლეობის გამაფრთხილებელი აქცია

01 ოქტომბერი 2022, 14:29 1651 ნახვა

გამაფრთხილებელი აქცია ბობოყვათში. მოსახლეობა იმ  მიწების გასხვისებას აპროტესტებს, რომელიც წლების წინ მათი მტკიცებით მათივე ოჯახების საკუთრება იყო.

აქციის მონაწილეების თქმით ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიწები ერთ-ერთ კომპანიაზე ისე გაასხვისა, რომ მათთვის აზრი არავის უკითხავს, არც ხელშეკრულების დეტალები იციან. ისინი ინვესტორთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ  მათ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების უფლებას არ მისცემენ.

ბობოყვათის მოსახლეობა 20 ჰექტარ  ტერიტორიაზე წლებია დავობს, მათი თქმით აღნიშნულ მიწებს მათი წინაპრები წლების განმავლობაში ამუშავებდნენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში