ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე - დაკავებულია 4 პირი 

02 ოქტომბერი 2022, 10:20 721 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნების ინტერნეტ მომხმარებლების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს, ხოლო 8-ს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის თანამშრომლები, უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას კომპიუტერის დავირუსების შესახებ და უთითებდნენ ნომერს რომელზეც უნდა დაერეკათ ხარვეზების გამოსწორებისათვის. შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ.

მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ კომპიუტერებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემა, რეკავდნენ შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე და იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინ გადახდის სისტემების გამოყენებით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაზარალებულებს საერთო ჯამში მიადგათ 767 ათას ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი. დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში