ფლორიდაში სტიქიამ 47 ადამიანი იმსხვერპლა

02 ოქტომბერი 2022, 13:43 546 ნახვა

აშშ-ის ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. სტიქიამ 47 ადამიანი იმსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის ქარიშხალი პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა,  თუმცა იგი  საფრთხეს მაინც წარმოადგენს. ქარიშხალმა ასობით სახლი დააზიანა.

ბოლო მონაცემებით, ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ენერგომომარაგება  შეფერხებულია და შუქის გარეშე მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. 

ქარიშხალ „იანის“ გამო  სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში