სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატს ნუგზარ კოხრეიძეს მიაჩნია, რომ ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი ქუთაისში უნდა განთავსდეს

03 ოქტომბერი 2022, 13:04 2202 ნახვა

სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატს ნუგზარ კოხრეიძეს მიაჩნია, რომ ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი ქუთაისში უნდა განთავსდეს. ამის შესახებ განცხადება სამეცნიერო - ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგის" თანადამფუძნებელმა ნუგზარ კოხრეიძემ დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კოხრეიძე ამბობს, რომ ღია მხარდაჭერას უკვე 40-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია უცხადებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში 40-მდე რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულნი. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაც სწორედ ეს არის. ვფიქრობ, ასეთი აქტურობა და ჩართულობა ინსტიტუციურ დონეზეც შეიძლება გაგრძელდეს. თუ მხარდაჭერა ექნება ჩემ სურვილს ქვეყნის ეს მნიშვნელოვანი სტრუქტურა თავის მთავარ ოფისს ქუთაისში დაიდებს. მიმაჩნია ეს იქნება შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოსთვის. ეს განსაკუთრებით გააძლიერებს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს რეგიონებში’’, - განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

კოხრეიძემ დღესვე მედიას არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდამჭერი დოკუმენტიც გააცნო.

,,მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ყურადღება მიაქციოს ნუგზარ კოხრეიძის კანდიდატურას და განიხილოს იგი როგორც პოტენციური საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატი’’- წერია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს ძირითადად ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 40-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები აწერს. ნუგზარ კოხრეიძეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაბის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. სახალხო დამცველის პოზიციის დაკავებისთვის 19 კანდიდატი იბრძვის. საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში