ტაივანში გერმანიის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა

03 ოქტომბერი 2022, 10:07 404 ნახვა

დასავლეთის ქვეყნების მისამართით ჩინეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ტაივანში გერმანიის ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა.  გერმანელ კანონმდებელთა ჯგუფი ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. 

გერმანელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია მეზობლის მხრიდან მუქარები ტაივანის წინააღმდეგ  სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ. ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ტაივანს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებების დასაცავად მსოფლიო დემოკრატიებთან გაერთიანება სურს. 

გერმანელ პარლამენტართა დელეგაცია ტაივანს პანდემიის შემდეგ პირველად ეწვია.

მხარეებმა თვითმმართველი კუნძულის უსაფრთხოების მდგომარეობასა და სხვადასხვა სფეროში  თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში