ბოსნია-ჰერცოგოვინაში ახალ სახელმწიფო ორგანოებს ირჩევენ

03 ოქტომბერი 2022, 10:18 496 ნახვა

ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფო ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაიმართა არჩევნები, რომელმაც სახელმწიფო ორგანოების შემადგენლობა უნდა განსაზღვროს მომავალში.

ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 3,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კენჭისყრა  რამდენიმე დონეზე ჩატარდა. არჩევნებმა უნდა განსაზღვროს პარლამენტის შემადგენლობა და სამკაციანი მმართველობა, რომელშიც შედიან ერთი ხორვატი, ერთი ბოსნიელი და ერთი სერბი. გარდა ამისა, უნდა აირჩიონ მუსლიმ-ხორვატიული ფედერაციისა და სერბთა რესპუბლიკის რეგიონული პარლამენტები.

ბოსნია 1990-იანი წლების ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რაც გამოიწვია სერბთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სეპარატისტულმა პოლიტიკამ.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებული პოლიტიკური სისტემა შეიქმნა 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით. ამით დასრულდა სამოქალაქო ომი, რომელშიც დაიღუპა დაახლოებით 100 ათასი ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში