ჯეიმს ქობმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურდა, სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა - ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 16:36 970 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება მის მოსანახულებლად ჩამოსულ ექიმ ჯეიმს ქობის.

მისივე თქმით, ექიმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოთხოვნილს არ შეესაბამებოდა.

"ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სსიპ - რეგულირების სააგენტო და სპეცკომისია განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში. ჩვენ მონახულების უფლებას, პაციენტი იქნება თუ პატიმარი, არ გავცემთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს, ამიტომ კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე.

დოკუმენტაციის ჩამონათვალში, რაც აუცილებელი იყო საექიმო საქმიანობის ლიცენზიის ასაღებად წარმოედგინა, არასრულყოფილი იყო, რამდენადაც ვიცი და ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში