შეხვედრა მეწარმე ქალებთან

03 ოქტომბერი 2022, 17:50 793 ნახვა

''ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა" პროგრამის ფარგლებში ქედის მერიამ ცხრა კონკურსანტი დააფინანსა. 

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა: საოჯახო სასტუმროების განვითარება, სათბურის მშენებლობა, საკონდიტრო ბიზნესი, ქიმწმენდის დანადგარისა თუ გრილის აპარატის შეძენა.

მერია პროგრამას წელს პირველად ახორციელებს და მისი დაფინანსება პირველ ეტაპზე 15 000 ლარს შეადგენდა, დამატებითი ფინანსები ქალ მეწარმეთა დაფინანსების მიზნით გამოყო გაეროს განვითარების პროგრამამ.

მერიის წარმომადგენლები undp-ის წარმომადგენლებთან ერთად, გამარჯვებული პროექტის ავტორებს შეხვდა.

კონკურსის პირველ ეტაპზე 22 პროექტი დარეგისტრირდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში