ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

04 ოქტომბერი 2022, 10:41 397 ნახვა

ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა ვალდის დომბროვსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი ჟესტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას გამარჯვებაში, აღდგენასა და ევროპული მომავლის განხორციელებაში. 

20 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა. მაშინ ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა და ევროკავშირის თავმჯდომარემ ზბინეკ სტანიურამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ასრულებს დაპირებებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში