,,ცოდნისა და უნარების განვითარების საბჭო“ - შეხვედრა აჭარაში

04 ოქტომბერი 2022, 14:19 592 ნახვა

ევროკავშირის პროექტი - „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება’’.

აჭარის სამრეწველო პალატაში პროფესიული სასწავლებლების, ბიზნეს-სექტორის, დასაქმების სააგენტოსა და ამ პროგრამის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.  მიმდინარე წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პოტენციურ დამსაქმებელთა დიდ ნაწილს პროფესიული სასწავლებლების მიერ მომზადებული კვალიფიციური კადრების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ამ დასკვნის მიხედვით, ასოციაცია ჩამოყალიბდა, რომელიც დამსაქმებლებსა და კადრებს შორის  მედიატორი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში