საპოლიციო კონტროლი

18 იანვარი 2017, 00:00 2257 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა. 2017 წლის 16-17 იანვარს სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული. ასევე, ბრუნვიდან ამოიღეს   ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 42 პირი დააკავა.

ამავე კატეგორიაში