უორკშოპი ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან

05 ოქტომბერი 2022, 10:46 380 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და ტელეწამყვანებისთვის უორკშოპი ჩაატარა. კობა გვენეტაძემ  ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებს, სტრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განიხილეს ინფლაცია, ვალუტის კურსი, საპროცენტო განაკვეთები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში