უკრაინული ძალები ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებას განაგრძობენ

05 ოქტომბერი 2022, 10:38 444 ნახვა

უკრაინის არმია განაგრძობს  რუსი ოკუპანტების  ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნას და  ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებას.  უკრაინის დროშა რამდენიმე საათის წინ  ხერსონის ოლქის  8 სოფელში აღმართეს.  

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ  ქვეყნის სამხრეთში უკრაინულმა ძალებმა ორშაბათს სასტიკი ბრძოლების შედეგად  მდინარე დნეპროს გასწვრივ რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს. ამ ინფორმაციას როგორც უკრაინული ასევე რუსული მხარეც ადასტურებს.

ქვეყნის აღმოსავლეთით კი, რუსეთის მთავარი ბასტიონის სტრატეგიული ქალაქ ლიმანის დაბრუნების შემდეგ, უკრაინული არმია აფართოებს კონტრშეტევას  დონეცკის ჩრდილოეთში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებიდან საოკუპაციო  ძალები დაჩქარებული წესით გაყავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში