გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი ახალ საფრთხეებზე საუბრობს

05 ოქტომბერი 2022, 10:26 1099 ნახვა

უკრაინისადმი აშშ-ის სამხედრო დახმარება პირდაპირი სამხედრო შეტაკების შესაძლებლობას ზრდის. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს. 

აშშ-ის მიერ  უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდება კონფლიქტში ამერიკული ძალების   და მრჩევლების პირდაპირი ჩართვის ტოლფასია. ეს არა მხოლოდ ახანგრძლივებს ბრძოლას, არამედ რუსეთისა და ნატო-ს პირდაპირი შეჯახების სახიფათო ზღვრამდე მიჰყავს - აღნიშნავს რუსი დიპლომატი.

რუსული მხარე მორიგი მუქარით მას შემდეგ  გამოვიდა, რაც  აშშ-მა  უკრაინისთვის დამატებით 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  უკრაინის პრეზიდენტის  სატელეფონო საუბარისას აცნობა. 

სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის „ჰაიმარსის“ სისტემები შედის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში