ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ 

06 ოქტომბერი 2022, 10:07 467 ნახვა

დღეს ტაშკენტში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. პირველ წრეში ჩვენი ვაჟთა ნაკრების ცხრავე წევრი ისვენებს, რასაც რეიტინგის სათავეში ყოფნა განაპირობებს.

დღეს ქართველთაგან  მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი იჭიდავებს, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი პირად-გუნდურია. პირადი პირველობა 12 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს, შემდეგ კი გუნდური ასპარეზობა დაიწყება.

საქართველოს ნაკრები გუნდის მეტოქე საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში