მექსიკაში სროლას 18 ადამიანი ემსხვერპლა

06 ოქტომბერი 2022, 10:19 501 ნახვა

მექსიკაში სროლის დროს დაიღუპა 18 და დაიჭრა 2 ადამიანი. თავდასხმა სან მიგელ ტოტოლაპანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე  მოხდა, რა დროსაც ქალაქის მერიც დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ „ლოს ტეკილეროსისმა“ მოაწყო. ამასთან, თავდასხმამდე, ქალაქის ყოფილი მერი საკუთარ სახლში მოკლეს.

საკრებულოსთან მობილიზებულია პოლიცია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში