სემინარი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე 

06 ოქტომბერი 2022, 11:45 502 ნახვა

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა სახელმწიფო მინისტრმა. თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან, ასევე თბილისის არაქართულენოვანი სკოლებიდან, სემინარის მონაწილე პედაგოგებს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

სახელმწიფო მინისტრმა მასწავლებლებს გააცნო აპარატის საქმიანობის ორივე - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

ორდღიან სემინარში 30-მდე მასწავლებელი მონაწილეობს. ისინი შეხვდებიან სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს, თემის ექსპერტებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში