აქციზური მარკის გარეშე საქონლის შენახვა-რეალიზაციის 35 ფაქტი ერთ თვეში

06 ოქტომბერი 2022, 10:31 442 ნახვა

ერთ თვეში საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 35 ფაქტია გამოვლენილი. მონაცემებს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 40 პირი, მათგან 17 კი დაკავებულია.

უწყების ინფორმაციით,  ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი  60  715 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში