მიხეილ სააკაშვილს მაღალი წნევა და ტემპერატურა აღენიშნება, მას დამატებითი კვლევები უტარდება - "ვივამედის" დირექტორი

06 ოქტომბერი 2022, 14:24 509 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტს კომუნიკაცია არ შეუძლია.

"ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“, - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტს აქვს მაღალი ტემპერატურა და წნევა, რის გამოც სააკაშვილს დამატებითი კვლევები დაენიშნა.

თუმცა მისივე თქმით, მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

"ვინაიდან პაციენტი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მისი ინფორმაცია ახლანდელი ჯანმრთელობის შესახებ უნდა მიიღოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში