"დინამო" თბილისის და "დინამო" ბათუმის მატჩში “VAR” სისტემას გამოიყენებენ

07 ოქტომბერი 2022, 20:11 823 ნახვა

ფიფას გადაწყვეტილებით, 7 ოქტომბერს საქართველოში მსაჯის ვიდეო ასისტენტის (VAR) სისტემა ოფიციალურად იქნება გამოყენებული.
ვიდეო ასისტენტის სისტემა დღეს "დინამო" თბილისის და "დინამო" ბათუმის მატჩში იქნება.

რამდენიმე თვიანი აქტიური სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "დინამო" თბილისსა და ბათუმის "დინამოს" შორის სამსაჯო ბრიგადის შემადგენლობაში VAR-ის ჯგუფი იმუშავებს.

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სფფ-ის სამდივნოსა და სამსაჯო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე ფიფას შესაბამისმა დეპარტამენტმა, დღეს გასამართ მატჩზე VAR-ის გამოყენება დაუშვა.
ამჟამად, ფიფასთან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში VAR-ის სისტემის რეგულარულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო არენაზე  სამსაჯო ბრიგადას დაემატება VAR - გოგა კიკაჩეიშვილი და VAR-ის ასისტენტი დავით ახვლედიანი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში