კონფერენცია შუახევში

08 ოქტომბერი 2022, 14:16 849 ნახვა

„ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გამოწვევები მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის და მათთვის საუკეთესო პრაქტიკა“ - თემაზე შუახევში პირველი მუნიციპალური კონფერენცია  გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები და ადმინისტრაციის წევრები დაესწრნენ.

კონფერენციის მიზანს სკოლის მართვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მეთოდების დანერგვა, სწავლის ხარისხის ამაღლება, სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება და  დირექტორთა და ადმინისტრაციის პროფესიული განვითარება  წარმოადგენდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში