ტურიზმის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა - არჩილ ჩიქოვანი

08 ოქტომბერი 2022, 14:49 1036 ნახვა

ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე, ტურიზმის ოსკარის დაჯილდოებაზე დასწრებასთან დაკავშირებით აჭარის ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა - ამბობს ბათუმის მერი.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, პოლიტიკური პარტიების ვნებათაღელვა ქალაქის წარმატებას და ტურიზმის ოსკარს მოჰყვა, სწორედ ამიტომ გავრცელდა  ხარჯებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია. იგივეს ამბობენ აჭარის მთავრობაშიც. მათი ინფორმაციით, მთავრობის დელეგაციის წევრებისა და მათი თანმხლები პირების ტურიზმის ოსკარის დაჯილდოებაზე დასწრებასთან დაკავშირებით აჭარის ბიუჯეტიდან ხარჯი არ გაღებულა.

ცნობისთვის "World Travel Awards"- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ასევე დასახელდა,ამავე დაჯილდოვების 2023  მასპინძელ ქალაქად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში