მკვლელობა დიდ დიღომში

08 ოქტომბერი 2022, 14:02 1279 ნახვა

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცმა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.მსხვერპლი არის 40 წლის ქალი, მას სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიყენებული. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ღამით დასრულდა, ბრალდებულს  ბრალს, მომდევნო 24 საათის განმავლობაში წაუყენებენ. რა გახდა დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში