პუტინის ომის 227-ე დღე

08 ოქტომბერი 2022, 13:55 564 ნახვა

21 გარდაცვლილი ბავშვი უკრაინაში, ასეთია პუტინის ომის 227 დღის შედეგი. რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ხარკოვზე, ოკუპანტმა იქ 2 ჭურვი ჩამოაგდო. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. გვიან ღამით ნიკოლოპის რაიონში, რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 1, დაშავდა 3 ადამიანი. 

გამთენიისას ოკუპანტმა იერიში მიიტანა ნიკოლაევის ოლქზეც. გასული დღე ღამის განმავლობაში რუსულმა ბომბმა კიდევ 7 ადამიანი შეიწირა, 17 კი დაიჭრა - ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი აცხადებენ, რომ მტერი ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და მოიგერიოს უკრაინული მხარის კონტრშეტევები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში