ყირიმის ხიდის ნაწილი ჩამოინგრა

08 ოქტომბერი 2022, 14:20 807 ნახვა

2018 წელს პუტინის მიერ გახსნილ ხიდზე ახლა მოძრაობა შეჩერებულია. ოკუპირებული ყირიმის და რუსეთის დამაკავშირებელ ხიდზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით საავტომობილო ხიდზე ტამანის ნახევარკუნძულის მხრიდან სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რამაც მატარებლის შვიდი საწვავის ავზის აალება გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, „ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს“. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

რუსეთის პრეზიდენტმა კი დღეს დილიდანვე დაავალა მაღალჩინოსნებს, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს ხიდის აფეთქების მიზეზს. ამის პარალელურად უკრაინული მხარის წარმატება გრძელდება და გათავისუფლებული ტერიტორიების რაოდენობაც იზრდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში