მარიამ ბოლქვაძემ სლოვაკეთში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

09 ოქტომბერი 2022, 11:35 843 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში მე-16 ტურნირი მოიგო. სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მარიამმა და ბრიტანელმა მაია ლამსდენმა ITF-ის 60-ათასიანი ტურნირი წყვილთა თანრიგში ტრიუმფით დაასრულეს.

ქართულ-ბრიტანულმა დუეტმა ფინალში შვეიცარიელი კონი პერენი და ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა ორ სეტში ანგარიშით 6:2, 6:3 დაამარცხა.

მარიამი ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა, პირველ წრეში მან  ეკატერინე გორგოძე დაამარცხა, შემდეგ კი  წააგო და ტურნირს გამოეთიშა. 

ბოლქვაძისთვის წელს ეს მეორე მოგებული ტურნირია. თებერვალში ქართველმა ასევე წყვილთა შორის გერმანიაში გაიმარჯვა.

ამ დროისთვის მარიამ ბოლქვაძე ქალთა ერთეულთა თანრიგში 307-ე ჩოგანია, ხოლო წყვილთა შორის 230-ე ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში