ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

09 ოქტომბერი 2022, 12:05 675 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება, ქვეყანა თავისუფლებისთვის უკვე 228-დღეა იბრძვის. ოკუპანტი ისევ ბომბავს ქალაქებს, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე და ეფექტიან სისტემებს, ითხოვს და მის მიღებაში დარწმუნებულია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველას ვინც უკრაინის ცის დაცვაშია ჩართული.

ზელენსკი ყირიმში არსებულ სიტუაციასაც გამოეხმაურა. რუს სამხედროებს ისევ დანებებისკენ მოუწოდებს და სანაცვლოდ სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში