ქართველი ჯუდოკების წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე

09 ოქტომბერი 2022, 10:44 632 ნახვა

ტაშკენტში, ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მორიგი წარუმატებელი დღე ჰქონდა: ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ორივე მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ვაჟებში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ქართველი ძიუდოისტი, ყველა ტიტულის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი ჭიდაობდა, ქალებში კი ევროპის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი.

ორივე ქართველი მთავარ კონკურენტსა და მთავარ ფავორიტთან, იაპონელთან დამარცხდა. დამამშვიდებელ წრეში შეხვედრა კი ორივემ მომავალ მესამე პრიზიორთან დათმო.

დღეს მედლის მოპოვებას კიდევ ერთი ქართველი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი შეეცდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში