ლიმანში სამარხები იპოვეს

09 ოქტომბერი 2022, 17:53 591 ნახვა

უკრაინაში დეოკუპირებულ ქალაქ ლიმანში მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს. დაღუპულთა შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

მედიის ცნობით, ინფორმაცია უკრაინის ეროვნულ პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.

ადგილზე ორი სასაფლაოა აღმოჩენილი, ერთ-ერთში სავარაუდოდ 200 სამოქალაქო პირის ცხედარია ნაპოვნი, მეორე სასაფლაო კი უკრაინელი სამხედროებისთვის არის მოწყობილი.

თვითმხილველი ჰყვება, რომ აღნიშნულ სასაფლაოზე 20 უკრაინელი მებრძოლი დაკრძალა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში