კვარაცხელიამ "კრემონეზეს" წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და საგოლე გადაცემა გააკეთა

09 ოქტომბერი 2022, 22:00 1275 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" ესტუმრა და 1-4 დაამარცხა.

ისტორიაში პირველად იტალიის ჩემპიონატის შეხვდრაში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩში პენალტი გამოიმუშავა და საგოლე გადაცემა გააკეთა. 25-ე წუთზე კვარაცხელია კრემონელების საჯარიმოში შეიჭრა და ქართველი წესების დარღვევით წააქციეს. ტრადიციულად ხვიჩას გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი მატეო პოლიტანომ შეასრულა და ნეაპოლელები წინ გავიდნენ.

47-ე წუთზე დესერსმა ანგარიში გაათანაბრა.

76-ე წუთზე მარიო რუის გადაცემის შემდეგ ჯოვანი სიმონემ გოლი გაიტანა და ანგარიში 1-2 გახდა.

93-ე წუთზე კავარაცხელიამ ლოზანოს გაატანინა, ხოლო შეხვედრაში წერტილი ოლივეირამ დასვა და 1-4 სპალეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

9 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 23 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. 12 ოქტომბერს ხვიჩას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "აიაქსს" უმასპინძლებს, ხოლო იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ასევე შინ "ბოლონიას" დაუხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში