კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები - უკრაინული მედია

10 ოქტომბერი 2022, 10:29 751 ნახვა

კიევის ცენტრში, დღეს დილით, რამდენიმე აფეთქება მოხდა-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კლიჩკო წერს, რომ რამდენიმე აფეთქება კიევის ცენტრში, შევჩენკოვეს რაიონში მოხდა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზე იმყოფება.

უკრაინული საგანგებო სიტუაციის სამსახურის ცნობით, არიან დაშავებულები და დაღუპულები. წინასწარი მონაცემებით, კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა.

„სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები, დარტყმების სხვადასხვა ადგილას განხორიცელდა“, – აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსხურში.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადამიანები მეტროსადგურებს აფარებენ თავს.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით დნეპროპეტროვსკის ოლქზეც სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

მათივე ცნობით, დღეს დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელინცკისა და ჟიტომირშიც. 

უცხოური მედიის ცნობით, უკრაინის თითქმის სრულ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა წუხელ სლავიანსკის ცენტრი დაბომბეს, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში