მკვლელობა თელავში - დაკავებულია ერთი პირი

10 ოქტომბერი 2022, 10:46 616 ნახვა

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ.  ფემიციდის შემთხვევა კახეთში მოხდა, კონკრეტულად კი  თელავში.

გარდაცვლილი 26 წლის ქალის დედა ამბობს, რომ  დანაშაული  ბრალდებულმა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ  ჩაიდინა.

შსს-ს ინფორმაციით,  22 წლის კაცმა, რომელიც  ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.    

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში