პუტინის ხიდის აფეთქებას ტერორისტულ აქტად აფასებს

10 ოქტომბერი 2022, 11:12 675 ნახვა

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელ მთავარ ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ტერორისტული აქტია.  

განცხადება რუსეთის ლიდერმა  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან ალექსანდრე ბასტრიკინთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელმაც პრეზიდენტს გასულ შაბათს ყირიმის ხიდზე  მომხდარი აფეთქებისა და მასშტაბური ხანძრის შესახებ გამოძიების შედეგები მოახსენა. ბასტრიკინის მტკიცებით,  ყირიმის ხიდის აფეთქებამდე სატვირთო ავტომობილმა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და კრასნოდარის ტერიტორია გაიარა.     

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ აფეთქებაში მონაწილეობდნენ როგორც უკრაინის სპეცსამსახურები, ასევე რუსეთის მოქალაქეები და უცხო ქვეყნები.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში