საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

10 ოქტომბერი 2022, 13:03 5336 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კალენდარი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია. საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში იბრძოლებს.

ჩვენი ნაკრების მეტოქეები:

ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ეროვნული გუნდები იქნება.

ვისი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2023 წლის მარტიდან - ნოემბრამდე 8 შეხვედრას გამართავს.

  • 28 მარტი საქართველო - ნორვეგია;
  • 17 ივნისი კვიპროსი - საქართველო;
  • 20 ივნისი შოტლანდია - საქართველო;
  • 8 სექტემბერი საქართველო - ესპანეთი;
  • 11 სექტემბერი ნორვეგია - საქართველო;
  • 15 ოქტომბერი საქართველო - კვიპროსი;
  • 16 ნოემბერი საქართველო - შოტლანდია;
  • 19 ნოემბერი ესპანეთი - საქართველო.

ევრო 2024-ის გახსნის მატჩი 14 ივნისს, მიუნხენში, "ალიანც არენაზე" გაიმართება, ხოლო ფინალი 14 ივლისს, ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე" ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში