აჭარის მთავრობა ბექა ქათამაძის ოჯახს მატერიალურ დახმარებას გაუწევს

10 ოქტომბერი 2022, 17:40 2251 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან ბექა ქათამაძეს და მის ოჯახს მატერიალური დახმარება გაეწევა.

ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხება, ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამაში.

არასრულწლოვანს მშობლები გარდაეცვალა და მოზარდი ბებია-ბაბუასთან იზრდება. ოჯახი ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, "სიკეთის ქალაქის" ვიდეო გავრცელდა, სადაც არასრულწლოვანი პირად პრობლემებზე საუბრობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში