შარლ მიშელის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებით სამხედრო დანაშაული ჩაიდინა 

10 ოქტომბერი 2022, 19:46 744 ნახვა

„ეს განურჩეველი დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობაზე არის სამხედრო დანაშაული“, – წერს შარლ მიშელი "ტვიტერზე"

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ რუსეთის იერიშები უკრაინის ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს.

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, ხოლო რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს.

შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების შეხვედრაზე იქნება განხილული

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში