ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 56 ადგილით დაქვეითდა

10 ოქტომბერი 2022, 21:10 993 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიმდინარე რეიტინგში ერთბაშად 56 პოზიციით დაქვეითთა.

ბასილაშვილმა 600 ქულა დაკარგა, რის შემდეგაც 92-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.
ეს შედეგები ოფიციალურად მომავალი კვირის დასაწყისში გაფორმდება.

მსგავსი უარესი პოზიცია ბასილაშვილი 2017 წლის იანვრის შემდეგ არ ჰქონია.
საუკეთესო მაჩვენებელი კი 30 წლის ქართველს 2019 წლის მაისში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო.

ბოლო პერიოდში ბასილაშვილმა 9 მატჩიდან 8 წააგო. ის ერთი მოგებაც მეტოქის ტრამვის ხარჯზე მოიპოვა.

ამ დროისთვის მსოფლიოს პირველი ჩოგანი 19 წლის ესპანელი კარლოს ალკარასია. მეორე პოზიციას ასევე ესპანელი 36 წლის რაფაელ ნადალია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში