რუსეთის სარაკეტო იერიშები უკრაინის ქალაქებზე პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა - ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, ვიყოთ უკრაინელი ხალხის გვერდით, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა- ჯო ბაიდენი

10 ოქტომბერი 2022, 21:23 655 ნახვა

აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, რაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ვუსამძიმრებთ დღეს უაზროდ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე დაჭრილებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პირველი პირის განცხადებით, დღევანდელი თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-ს ვალდებულებას, დადგეს უკრაინის ხალხის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში