რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ მსოფლიო შეძრა - ზელენსკი

11 ოქტომბერი 2022, 11:01 653 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი დეტალურად აღწერა და პირობა დადო, რომ  ყველაფერს აღადგენს. ზელენსკიმ დედაქალაქში დაბომბილი ადგილები მოინახულა,  იმყოფებოდა კიევის შევჩენკოს უნივერსიტეტთან.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსული რაკეტები კიევის ქალაქის მასწავლებელთა სახლს, შევჩენკოს პარკსა და ხანენკოს ხელოვნების მუზეუმს მოხვდა. ორშაბათს, გამთენიისას რუსეთმა ფრთოსანი  რაკეტები გაუშვა  უკრაინის  ქალაქების მიმართულებით. ამ თავდასხმებს ამერიკის  შეერთებულმა შტატებმა "საშინელი დარტყმები" უწოდა, დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქეები, მოსახლეობა შუქისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. 

გუშინდელი საჰაერო იერიში უკრაინაში   ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო. დედაქალაქში  რაკეტები ჩამოვარდა გზაჯვარედინებზე, პარკებსა და ტურისტულ ობიექტებზე.

აფეთქებები იყო  ასევე  ლვოვში, ტერნოპილშიჟიტომირში, დნეპროპეტროვსკში, კრემენჩუკში, ზაპორიჟიესა და ხარკოვში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში