ვარშავაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

11 ოქტომბერი 2022, 10:32 376 ნახვა

ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან ასობით მოქალაქე შეიკრიბა და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება მოითხოვა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდებდნენ.

მომიტინგეებს, რომელთა უმეტესობას უკრაინის დროშები ჰქონდა შემოხვეული, ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა". ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 2 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში